მოდი თავიდან დავიწყებ.
იყო ერთი ჯორი. ცხენივით ათლეტური არ იყო, მაგრამ კარგი სირბილი შეეძლო. ზომითაც არ იყო მთლად პატარა, მოკლედ ჩლიქებშივე ეტყობოდა რომ ერთი მშობელი ცხენი ყავდა. თანაც ხალხი ამბობდა დედა არაბული ცხენი ყავდაო. მუშაობაში და ამტანობაში არავინ შეედრებოდა. ჯორივით იცოდა საქმის კეთება და ბლომად ხალხსაც ათრევდა. მოკლედ მის კისერზე იყო სოფელში ოჯახიც და საქმეც. ზოგს ეჯავრებოდა, ზოგს მისი შურდა, თუმცა მეტ წილად დიდსაც უყვარდა და პატარასაც. ეგრე იდეალურიც არ გეგონოთ მინუსებიც ბევრი ჰქონდა მაგალითად სიჯიუტე, ხან და ხან თავის თავში დაურწმუნებლობა და წყლის შიში.
არ გეგონოთ ეს ისტორია მხოლოდ ჯორზე იყოს. ჟანრის ყველა წესით სხვა პერსონაჟიც უნდა არსებობდეს. ეს პერსონაჟი კი ჩვენი მთავარი მდედრობითი გმირი - ულამაზესი სპანიელი სახელად პრინცესა. თუმცა სოფლის ბოლოში მცოხვრებმა ჩინელებმა მას სიაო ნიაო ანუ პატარა ჩიტი შეარქვეს.
რაღაც პერიოდი სოფელში ისე ცხოვრობდნენ რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ. მერე ერთხელ დიდ ხარს ორივეს დახმარება დასჭირდა და ასე გაიცნე ერთმანეთი. უმეტეს წილად ერთად მუშაობდნენ ფერმაზე, ჯორი თავისას აკეთებდა ლამაზი სპანიელი კი თავისას. მერე ნელ-ნელა მეგობრობაც დაიწყეს. ერთად დარბოდნენ ხასხასა ბალახში და ბოლოს იმის მიუხედავად, რომ ორივეს სხვა ცხოველებთან ჰქონდათ ურთიერთობა ერთმანეთი შეუყვარდათ. შეუყვარდათ სიგიჟემდე. ესეთი ლაღი ჯორი არავის უნახავს, სპანიელმა ხომ მას ვარსკლავების ცქერა და მათი სილამაზით ტკბობა ასწავლა. სპანიელმა კი პირველად გაიცნო არსება რომლისთვისაც შეეძლო ნებისმიერი რამ გაენდო და რომელიც ყოველთვის და ყველაფერში მას დაეხმარებოდა.
ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და წლებიც კი. სიყვარული გაცნობიდან რამოდენიმე თვეში გაჩნდა, თუმცა ორი წლის თავზე ფორმალურად - სოფლის წესებით არაფერი იყო შეცვლილი. ჯორს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სხვა ცხოველი გარდა სპანიელის არ უნდოდა. ის აწუხებდა მისი იმ დროისთვის სოფლის წესებით მეუღლე ძროხა პრობლემებს ხომ არ შეუქმნიდა, მათ ხომ საერთო შვილი ყავდათ. საბოლოო ჯამში მაგისაც არ ეშინოდა, ჯორმა გადაწყვიტა რომ ასე ნელ-ნელა უფრო მარტივად მოაგვარებდა ყველაფერს, თანაც სპანიელსაც ჯერ კიდევ ჯორის გაცნობამდე ვიღაც ტურასთან ჰქონდა ურთიერთობა და ეს ურთიერთობა მაშინაც გრძელდებოდა. ერთო ვერ გაითვალისწინა ჯორმა რომ სპანიელს ხომ პრინცესა ტყუილად არ ერქვა. ის ყველაზე უფრო რომანტიული არსება იყო სოფლის მთელს ცხოველებში. მთელი ცხოვრება ის რომელიმე პრინცის თეთრ ცხენზე ოცნებობდა. მაგრამ ცხოვრებაში ხან ჟირაფი ხან სკუნსი და აგერ ეხლა ტურა შეხვდა. ჯორი ყველაზე უფრო ახლოს იყო მისი ოცნების თეთრ რაშთან მაგრამ ამ უკანასკნელი სიბრიყვის გამო სპანიელისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ეს ჯოჯოხეთი კი მან ნელ-ნელა ჯორს გადმოანთხია და სწორიც იყო ეს სიტუაცია ხომ ჯორის ბრალი იყო. ასე იყო თუ ისე ერთი წელი გავიდა ზუსტად ესე. ორივე გაგიჟების პირას იყო, სპანიელი ჯორს უყეფდა, უღრენდა, კბენდა ჯორი კი ამას ყველაფერს თავში ინახავდა თუმცა ხანდახან ისიც პასუხობდა.
ერთხელაც ტურამ რომელიც თავის მხრივ როგორც ტურას ან მეტიც გიენას შეეფერება ისე იქცეოდა სპანიელის ოფლით ნაშოვნი და გადანახული ძვლები მოპარა და იქვე გვერდზე ფერმაში ცხოველების სამორინეში დაიწყო თამაში. ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო სპანიელისთვის, რომელსაც ისედაც არ უყვარდა ტურა და დაშორდა კიდევაც. თუმცა ურთიერთობაში გარდამტეხი მომენტი რამოდენიმე თვით ადრე მოხდა. ჯორმა ცხოვრების უდიდესი შეცდომა დაუშვა, ის ისეთი გაგიჟებული და დაღლილი იყო რომ ვერ გაუძლო სიტუაციას და სხვა სოფელში წავიდა დასასვენებლად, ეს ყველაფერი პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი რომ იმ სოფელში ძროხასთან ერთად წავიდა. ამან სპანიელზე წარუშლელად ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა. ჯორი ხომ ჯორია - დებილი და შტერი იმ წამიერმა სისუსტემ მას სპანიელთან მთელი ურთიერთობა ჩაუშალა. თავიდან ჯორი ვერ ხვდებოდა სიტუაციის მთელს სირთულეს. მას ისიც ახსოვდა როგორ თავის დროზე სპანიელს მუხლებზე ეხვეწებოდა რომ ტურასთან ერთად არ წასულიყო სხვა ფერმაზე, მაგრამ პრინცესამ მას ეს თხოვნა ვერ ან არ შეუსრულა. მაგრამ ჯორს ის ეშლებოდა რომ მათში თანასწორობა არ არის, ის ხომ ჯორია და სპანიელი კიდევ პრინცესა, რომელიც მთელი ცხოვრება თეთრ რაშს ელოდება და იმისთვის რომ ჯორი რაშთან მიმსგავსებული მაინც იყოს ის იდეალურად უნდა იქცეოდეს. ასეა თუ ისეა სხვა სოფელში წასვლამ უდიდესი ბზარი გააჩინა სპანიელის და ჯორის ურთიერთობაში. ჯორზე განაწყენებულმა და გაბრაზებულმა სპანიელმა წარსული გაიხსენა და ჟირაფთან დაიჭირა საქმე. ეს ჯორის ზურგს უკან ხდებოდა, მალულად და რამოდენიმე თვის შემდეგ ჯორს ალტერნატივებზე დაუწყო ლაპარაკი. ჯორის ასეთი ყროყინი არასდროს გაუგია ფერმას და მთელს სოფელსაც კი. მაგრამ ამან საქმეს არ უშველა არც ჩხუბებმა და კბენებმა უშველეს. ორი ცხოველი აცრემლილი თვალებით დაშორდა ერთმანეთს გაცნობიდან 3 წლის თავზე.
აი ასე finita la comedia ან tragedia ........
მოიცა მოიცა მკითხველო არ გამექცე ......... ეს ისტორია არ დამთავრებულა
ჯორი რისი ჯორი იქნებოდა და სიყვარული რისი სიყვარული მთლად ეგრე რომ დამთავრებულიყო.
ყველაფერი თავიდან დაიწყო. სპანიელი დადიოდა ჟირაფთან ჯორი, კვლავ მთელი ფერმისთვის ითვლებოდა ძროხასთან. მაგრამ გული გულობდა და სიყვარულის ცეცხლი არ ქრებოდა. ისევ მალულად, ისევ არა ბოლომდე მაგრამ ერთად გატარებული წუთები კვლავ შეუდარებელი იყო და თუ კი ცხოველების სამყაროში შექსპირი იარსებებდა ის რომეო და ჯულიეტას ჯორზე და სპანიელზე დაწერდა. ერთად ყოფნის სიტკბო უფრო ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა და იმის მიუხედავად რომ კვირაში ორჯერ შორდებოდნენ ერთმანეთს შემდეგ მაინც ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს და შედეგად ურიგდებდნენ. ასე ნელ-ნელა წუთები გადაიზარდა საათებში, საათები დღეებში, დღეები კვირებში, კვირეები კი თვეებში. მაგრამ არც მანდ გაჩერდა მათი ურთიერთობა კიდევ 2 წელი გაგრძელდა ესე.
to be continued ....