
As much as I was internet addict I couldn't imagine this becoming even worse. ყოველ წუთს ვამოწმებ მეილს, ფეისბუქს ტელეფონს მოკლედ ყველა პოტენციურ საკომუნიკაციო საშუალებას. ლამისაა მტრედების დაჭერაზე გადავიდე, ეგებ წერილი ჰქონდესთქო მიბმული ფეხზე.
გავიღვიძე 8-ზე მერე ისევ დავიძინე მერე 9-ზე შევამოწმე საფოსტო ყუთი, იქ კვლავ არაფერია. რა აზრი აღარ მიტრიალებს თავში. ვცდილობ დავწყნარდე, ის კარგად არის ვფიქრობ ჩემთვის, რა უნდა მოსვლოდა. კარგად იქნება მაგრამ როგორც გოიას აქვს დახატული El sueño de la razon produce monstruos, მეც ზუსტად, რომ მონსტრები გამიჩნდა თავში, გამიჩნდა და ჩემი ტვინის ღრღნა დაიწყეს. ოხ როგორ ვწყევლი ჩემს თავს, რომ ასეთი ძლიერი წარმოსახვის უნარი მაქვს. დღის 4 საათისთვის ჩემი ნერვების, თვითშეგნების და ლოგიკისგან აღარაფერი დარჩა. დარჩა მხოლოდ სიცარიელე, სიცარიელე რომელიც მონსტრებმა შეავსეს. დამთავრდა! გეგონება ახლა ვიღაც გამოვა და იტყვის finita la commedia ....... და ამ დროს გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი. რა ცოტა უნდა თურმე ადამიანს ბედნიერებისთვის! ერთი წერილი. სიმბოლოების სწორი კომბინაცია გაგაზავნილი სწორ მისამართზე. სულ ეს არის თურმე რაც ადამიანს სჭირდება.
მე ისევ ბედნიერი ვარ. თვალები მინათებს, ჩემს თავს ვიჭერ იმაზე რომ სულელეურად ვიღიმი. არე-მარე ძალიან ლამაზი გახდა. უცბად ვიგრძენი, რომ მომშივდა. ეს რა ხდება მე ისევ ცოცხალი ვარ! წერილს ვკითხულობ ხარბად. კიდევ და კიდევ. ვტკბები მოწერილი ტექსტით. თითოეული სიტყვა მინდა გადავყლაპო. ვგიჟდები ჩემს მობილურზე რომელმაც მომცა საშუალება თითქმის უმალ მენახა მოწერილი. გავაფრინე? შეიძლება მაგრამ დაე ესე იყოს, იმიტომ რომ მე მიყვარს ......
No comments:
Post a Comment