Wednesday, July 21, 2010

დღე მეოთხე - სტვენა


ეჰ მეგონა "რუტინას" შევეჩვიე. ის კარგად არის, მე ვმუშაობ. მე მენატრება მასაც ვენატრები. 4 საათზე წერილი. მე პასუხის პასუხს ვცემ და ყველაფერი კარგადაა. მაგრამ როგორც რუსები იტყვიან но не тут-то было ......... გუშინ დავუსტვინე. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. დასტვენაში არც სტვენას ვგულისხმობ და არც გაგიჟებას. მოდით მოგიყვებით რატომ ვიყენებ ამ სიტყვათა წყობას.

აქამდე ვცდილობდი ბამბუკს დავმზგავსებოდი. მართალია ძველ დრუიდულ ჰოროსკოპში ეს ხე არ არის და იქ სულ სხვა მცენარე "მიწევს" მაგრამ მე მაინც ის ავირჩიე. მაშ რატომ ბამბუკი? ბამბუკი ძლიერია, ეს პირველი კრიტერიუმი არის. მე ხომ ძლიერი უნდა ვიყო, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. მერე მეორე, ბამბუკი ხომ თითქმის ცარიელი შიგნიდან. მეც ასეთი დაცარიელებული ვარ. ბევრი რაღაც გადავაგდე თუ თავისით გაქრა ან ყოველ შემთხვევაში დიდი ხნით მიიძინა. შიგნით მხოლოდ მექანისტური მოძრაობები და მიზნები დამრჩა როგორიცაა მუშაობა და სიყვარული მაგას ვერაფრით გააქრობ, ბამბუკიდანაც კი. კიდევ რატომ არის ბამბუკი "სათაყვანო" ის ასევე სიმპატიურია (ყოველ შემთხვევაში უშნოს ვერ უწოდებ), კიდე ხალხს ბევრ რამეში ადგება. მოკლედ კარგი რამ არის ბამბუკი. მაგრამ იცით თუ არა როდის უსტვენს ბამბუკი? როდესაც გატეხილია. როდესაც ქარი მის დეფორმირებულ ტანში აღწევს, მის მთელს სხეულს კვეთს და მეორე მხრიდან გადის. ასე დამემართა გუშინ.........

მაგრამ დღეს ახალი დღის იმედით ვიღვიძებ.... ვნახოთ რას მოგვიტანს ახალს.......

Monday, July 19, 2010

დღე მესამე


ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში ვერ ვიტანდი ღამეს. საქმე იმაში არ არის, რომ ღამე ძალიან დაღლილი ვიყავი ან, რომ ყველა მეგობარს უკვე ეძინა და ვერავის ნახავდი და ვერსად წახვიდოდი. საქმე სხვა რამეშია. ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ უნდა მეთქვა ნახვამდის. უნდა დავმშვიდობებოდი სადღაც 8 საათით ჩემს სიყვარულს. როგორც წესი ეს ყველაფერი ჩხუბით, წყენით, გაბუტვით, ნერვიულობით და "დაგრუზვით" მთავრდებოდა, თუმცა რაც არ უნდა ტკბილი სიტყვები გვეთქვა ერთმანეთისთვის, ამ განშორებას მაინც ვერ ვიტანდი. ეს ყველაფერი იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ ღამის მოახლოებასთან ერთად ლამისაა პანიკა მეწყებოდა.
წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება როდესაც ამ ყველაფრის მერე მე დღეს ის განშორება ვინატრე. თურმე რა საოცრება ყოფილა როდესაც შენს საყვარელ ადამიანს გინდაც დიდი ჩხუბის და ურთიერთ ლანძღვის მერე ეტყვი ღამე მშვიდობისა სიხარულო! მალე დაიძინე და მე სიზმარში გესტუმრები! ტკბილ სიზმრებს გისურვებ!
პატარა სამოთხე რომელშიც ახლა მზად ვარ ბევრი მივცე. ეჰ .... მაგრამ სადაა ამის ბედნიერება. ისევ თავს ვიწყნარებ იმით, რომ ხვალ 4 საათისთვის დამხვდება ახალი წერილი, რომელშიც გრძნობები გაიღვიძებს და გარეთ ამოხეთქავს ვითარც ვეზუვის ვულკანი. მე კი სიამოვნებით ჩავეფლობი მის მწვავე ლავაში და გულს გავითბობ 24 საათით, შემდეგ წერილამდე.

Sunday, July 18, 2010

დღე მეორე


As much as I was internet addict I couldn't imagine this becoming even worse. ყოველ წუთს ვამოწმებ მეილს, ფეისბუქს ტელეფონს მოკლედ ყველა პოტენციურ საკომუნიკაციო საშუალებას. ლამისაა მტრედების დაჭერაზე გადავიდე, ეგებ წერილი ჰქონდესთქო მიბმული ფეხზე.
გავიღვიძე 8-ზე მერე ისევ დავიძინე მერე 9-ზე შევამოწმე საფოსტო ყუთი, იქ კვლავ არაფერია. რა აზრი აღარ მიტრიალებს თავში. ვცდილობ დავწყნარდე, ის კარგად არის ვფიქრობ ჩემთვის, რა უნდა მოსვლოდა. კარგად იქნება მაგრამ როგორც გოიას აქვს დახატული El sueño de la razon produce monstruos, მეც ზუსტად, რომ მონსტრები გამიჩნდა თავში, გამიჩნდა და ჩემი ტვინის ღრღნა დაიწყეს. ოხ როგორ ვწყევლი ჩემს თავს, რომ ასეთი ძლიერი წარმოსახვის უნარი მაქვს. დღის 4 საათისთვის ჩემი ნერვების, თვითშეგნების და ლოგიკისგან აღარაფერი დარჩა. დარჩა მხოლოდ სიცარიელე, სიცარიელე რომელიც მონსტრებმა შეავსეს. დამთავრდა! გეგონება ახლა ვიღაც გამოვა და იტყვის finita la commedia ....... და ამ დროს გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი. რა ცოტა უნდა თურმე ადამიანს ბედნიერებისთვის! ერთი წერილი. სიმბოლოების სწორი კომბინაცია გაგაზავნილი სწორ მისამართზე. სულ ეს არის თურმე რაც ადამიანს სჭირდება.
მე ისევ ბედნიერი ვარ. თვალები მინათებს, ჩემს თავს ვიჭერ იმაზე რომ სულელეურად ვიღიმი. არე-მარე ძალიან ლამაზი გახდა. უცბად ვიგრძენი, რომ მომშივდა. ეს რა ხდება მე ისევ ცოცხალი ვარ! წერილს ვკითხულობ ხარბად. კიდევ და კიდევ. ვტკბები მოწერილი ტექსტით. თითოეული სიტყვა მინდა გადავყლაპო. ვგიჟდები ჩემს მობილურზე რომელმაც მომცა საშუალება თითქმის უმალ მენახა მოწერილი. გავაფრინე? შეიძლება მაგრამ დაე ესე იყოს, იმიტომ რომ მე მიყვარს ......

Saturday, July 17, 2010

დღე პირველი

დილა, მზემ შემიჭყიტინა თვალებში დავხედე ტელეფონს უკვე 11 საათი ყოფილა. სტანდარტული არითმეტიკული გათვლა, ნეტა რამდენ ხანს მეძინა ღამე? ალბათ მაქსიმუმ 4, მაგრამ უნდა ავდგე. უხ რამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. შაბათი დილა იწყება 3 უაზრო შეხვედრით. ერთი შეხედვით სტანდარტული შაბათი დილა არის, მაგრამ ........
გამახსენდა .... საშინელება ...... ის ხომ წავიდა.........
და რა აზრი აქვს ახლა ადგომას. რა აზრი აქვს სამსახურში წასვლას. ის ხომ იქ არ იქნება. ტელეფონი დუმს. მეც არსად ვრეკავ სადაა საყვარელი pronto. სიტყვა რომელსაც ერთმანეთს ყოველ დღე მილიონობით იტალიელი ეუბნება მაგრამ რომელიც ასე სხვანაირად ჟღერს მის ბაგებში. ეს ხომ ბევრად უფრო მეტის მთქმელი არის. მაგრამ ამას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა.
ამასობაში კი უაზრო დღე გრძელდება. ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ რაღაცნაირად დაკავაბული ვიყო დღის განმავლობაში. ვერ ვიტან მის ცარიელ მაგიდას. რამდენი საათები, საღამოები მიტარებია მასთან ხან მუშაობაში ხან კამათში ხანაც online shopping-ში. ახლა მაგასაც ვერ ვიზავ.
აღარც მშია აღარც მწყურია. ყველაფერს გეგონება სხვა გემო აქვს. ერთი აზრი მაწყნარებს ის კარგ ადგილას არის, კარგ ადამიანთან ერთად და იმედი მაქვს რომ კარგად დაისვენებს.

პ.ს. ამ ყველაფრის ფონზე ბრიან ადამსის სიმღერა გამახსენდა. აგერ სიმღერის ტექსტი და ვიდეო კლიპის ლინკიც: http://www.youtube.com/watch?v=_W2jONIjrM0



I've been wandering around the house all night
wondering what the hell to do
Yeah, I'm trying to concentrate but all I can think of is you
well the phone don't ring 'cause my friends ain't home
I'm tired of being all alone
Got the tv on 'cause the radio's playing
songs that remind me of you

Baby when you're gone, I realize I'm in love
days go on and on, and the nights just seem so long
Even food don't taste that good, drink ain't doing what it should
things just feel so wrong, baby when you're gone

I keep driving up and down these streets
trying to find somewhere to go
Yeah i'm looking for a familiar face, but there's no one I know
oh, this is torture, this is pain, it feels like I'm gonna go insane
I hope you're coming back real soon, 'cause i don't know what to do

Baby when you're gone, I realize I'm in love
days go on and on, and the nights just seem so long
Even food don't taste that good, drink ain't doing what it should
things just feel so wrong, baby when you're gone


Thursday, July 15, 2010

პირველი

თუ იცით რა არის ადამიანის საქმიანობის არაპროდუქტიული სახეობა, რომლის მოტივაცია მდგომარეობს არა მის შედეგებში, არამედ პროცესში. მიხვდით?

კაცობრიობის ისტორიაში იგი გადაჯაჭვული იყო მაგიასთან, საკულტო ქცევებში, მჭიდროდ უკავშირდება სპორტს, სამხედრო და სხვა ვარჯიშებს, ხელოვნების ცალკეულ დარგებს. კვლავ ვერ მოიფიქრეთ?

მას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა აღზრდის, სწავლების და განვითარების საქმეში, როგორც მომავალი ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი მათი ფსიქოლოგიური მომზადების საშუალებას. ის დამახასიათებელია აგრეთვე ცხოველებისათვის. გამოიცანით?

თუ კი ვიტყვი, რომ პრინციპში მე და თქვენ ამას ახლა ვაკეთებთ, მაშინ?

ესეც ვიდეო პასუხი: